რა არის notify.ge?
notify.ge უფასო მობილური სერვისია Facebook -ისთვის. მისი გამოყენებით შეგიძლიათ SMS -ით განაახლოთ სტატუსები ქართულ ენაზე, ხოლო MMS -ით ატვირთოთ ფოტოები თქვენს ან თქვენი მეგობრების Facebook -ის გვერდზე.
დაცულია თუ არა ჩემი facebook-ის ანგარიშის პირადი ინფორმაცია?
ჩვენ უსაფრთხოდ ვინახავთ თქვენი ანგარიშის პირად ინფორმაციას და არ გადავცემთ მას მესამე პირებს. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვისთვისაა განკუთვნილი ეს სერვისი?
სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს მობილური ტელეფონი და სურს განაახლოს სტატუსები და ატვირთოს ფოტოები Facebook-ზე.
რა ღირს notify.ge-ს სერვისი?
notify.ge-ს სერვისი უფასოა!
ეს იმას ნიშნავს, რომ არ იხდით სერვისის რაიმე დამატებით გადასახადს, გარდა თქვენი მობილური ოპერატორის ქსელში SMS შეტყობინების გაგზავნაზე დაწესებული ტარიფისა.
რამდენი ნომერი შემიძლია დავამატო ჩემს notify.ge-ს ანგარიშს?
notify.ge-ს ერთ ანგარიშს შეგიძლიათ დაამატოთ მაქსიმუმ სამი განსხვავებული მობილური ტელეფონის ნომერი.
როგორ მოვიქცე თუ ანგარიშის გაუქმება მინდა?
შედით სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით და მთავარ გვერდზე დააჭირეთ პაროლის განახლების ბმულის ქვეშ მოთავსებულ ბმულს - „დააჭირეთ აქ“ შემდეგ კი დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა.
ანგარიში გაუქმდება.
როგორ ვწერო ქართულად?

სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ პარამეტრებიდან ძირითად ენად შეგიძლია აირჩიო ქართული ან ინგლისური.
თუ ძირითად ენად არჩეული გაქვს ქართული, ტექსტი notify.ge-დან ავტომატურად ქართულ ენაზე იგზავნება. ამისათვის უბრალოდ SMS-თ ტექსტის აკრეფა და ინგლისური ასოების ქართულ ანბანთან შესაბამისობაში მოყვანაა საჭირო. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისობების ცხრილი.

როგორ ვწერო ინგლისურად?
შენი არჩეული ძირითადი ენისგან განსხვავებულ ენაზე დაწერა შეგიძლია ტექსტის წინ სპეციალური აღმნიშვნელის დართვით: E!
ანუ თუ ძირითად ენად არჩეული გაქვს ქართული, ტექსტი notify.ge-დან ინგლისურ ენაზე გაიგზავნება SMS შეტყობინების წინ - E! - სიმბოლოების დართვით.
როგორ ვწერო ერთდროულად ინგლისურ და ქართულ ენებზე?
თუ გსურთ ერთ შეტყობინებაში ტექსტის ნაწილი ქართულად გაიგზავნოს და ნაწილი ინგლისურად იქცევით შემდეგნაირად:
თუ შეტყობინების ძირითადი ენა ქართულია, ტექსტის ინგლისური ნაწილი უნდა ჩასვათ სამკუთხა ფრჩხილებში - < >

SMS მაგალითი: „TbilisSi mziani dila gaTenda, <Good Morning>!”
 
სტატუს-შედეგი: „თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning!”

თუ შეტყობინების ძირითადი ენა ინგლისურია, ტექსტის ქართული ნაწილი უნდა ჩასვათ სამკუთხა ფრჩხილებში - < >

SMS მაგალითი: „e! <TbilisSi mziani dila gaTenda>, Good Morning!”
 
სტატუს-შედეგი: „თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning!”
როგორ მივწერო მეგობარს მის კედელზე (Wall-ზე)?

მეგობრის კედელზე (Wall-ზე) სტატუსის დასაწერად უნდა იცოდეთ მეგობრის facebook-ის username.

SMS-ს წინ უნდა დაურთოთ :username (სიმბოლო - ორი წერტილი, მეგობრის username) და შემდეგ ადგილის გამოტოვებით აკრიფოთ სასურველი სტატუსის ტექსტი.

SMS მაგალითი - 1: „:username respublikis moedanze gelodebi.”
 
სტატუს-შედეგი - 1: „username რესპუბლიკის მოედანზე გელოდები”
როგორ გავაგზავნო ფოტოსურათი ჩემი facebook-ის ანგარიშზე?
ამისათვის საჭიროა დარეგისტრირებული იყო facebook.com-ზე და notify.ge-ზე.

შემდეგ სასურველი ფოტო უნდა გააგზავნო მობილურიდან MMS-ის საშუალებით სპეციალურ მისამართზე: mms@notify.ge

ფოტოს შეგიძლია სასურველი ტექსტიც დაურთო, რაც შენს facebook-ზე ავტომატურად ფოტოს აღწერის სახით ქართულ ენაზე გამოქვეყნდება.

შენიშვნა #1: სისტემა MMS-ის მხოლოდ ერთ სლაიდს აღიქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი MMS-ით მხოლოდ ერთი ფოტოსურათის და მის ქვეშ არსებული ტექსტის გაგზავნაა შესაძლებელი.

შენიშვნა #2: ფოტოს აღწერის ტექსტად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სათაურის (Subject), ისე ძირითადი ტექსტური ველი. გაითვალისწინეთ, რომ სათაურის ველში სხვადასხვა ტელეფონებს სხვადასხვა რაოდენობის სიმბოლოები ეტევა, მაშინ როდესაც ძირითადი ტექსტური ველში უფრო მეტი სიმბოლოს დატევაა შესაძლებელი.

შენიშვნა #3: გაგზავნილი ფოტო აიტვირთება ახალ, სპეციალურად notify.ge-ს მიერ შექმნილ ალბომში.

შენიშვნა #4: თუ როგორც სათაურის, ისე ძირითადი ველი შევსებული იქნება ტექსტით სისტემა პრიორიტეტად ძირითად ტექსტს მიიჩნევს და სათაურის ტექსტს უგულებელჰყოფს.

როგორ გავაგზავნო ფოტო მეგობრის Facebook -ის გვერდზე
მეგობრის Facebook -ის გვერდზე ფოტოს ასატვირთად უნდა იცოდეთ მისი username.

MMS მესიჯს წინ დაურთეთ :username (სიმბოლო - ორი წერტილი, მეგობრის username) აქვე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ადგილის გამოტოვებით ფოტოს დაურთოთ აღმწერი ტექსტი.

MMS მესიჯი გააგზავნეთ მისამართზე mms@notify.ge
როგორ შევქმნა facebook-ის username?
შედი შენი facebook-ის ანგარიშის პარამეტრებში: დააწკაპუნე ბმულზე
Username-ის გასწვრივ დააწკაპუნე ბმულზე change და მოცემულ ველში ჩაწერე სასურველი მომხმარებლის სახელი.
Username სიფრთხილით აარჩიე, რადგან მისი შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეგიძლია.
როგორ ჩავრთო MMS სერვისი ჩემს მობილურ ტელეფონზე?
MMS -მესიჯის გასააქტიურებელი პარამეტრების მიღება შეგიძლიათ ავტომატურად თქვენი მობილური ოპერატორისგან.

რატომ და როგორ დაგიკავშირდეთ?
თუ რაიმე სახის იდეა გაგიჩნდათ სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმის საშუალებით და სათაურის ველში მონიშნეთ - „სერვისის გაუმჯობესება“

თუ ახალი ფუნქციის მოთხოვნა გსურთ, მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმის საშუალებით და სათაურის ველში მონიშნეთ - „ახალი ფუნქციის მოთხოვნა“

თუ თქვენ პრობლემის შეტყობინება გსურთ, მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმის საშუალებით და სათაურის ველში მონიშნეთ - „პრობლემის შეტყობინება“.



Notify.ge | 2010
Project by